მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხელისუფლებამ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში ФСБ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების...

ხელისუფლებამ ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში ФСБ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ შეიყვანა

Published on

 ე.წ. ტატუნაშვილი – ოთხოზორიას სიაში არ არიან შეყვანილი   რუსეთის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში არღვევდნენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია.
 
„სამწუხაროდ, ამ სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი ФСБ-ს, ადგილზე არსებული ГДУ-ს და ზოგადად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ  ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებზე ხელის დაფარვაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი ამ სიაში არ მოხვდა,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ პარტია გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ამ სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ.ოპოზიცია აღნიშნავს აგრეთვე, რომ სიაში  გარდაცვლილი პირები არიან შეყვანილი. 
 
ამ განცხადებების კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა,  რომ სია არ არის   დახურული და, , მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, მას  ხან დაემატება ვინმე, ხან მოაკლდება
 
“ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 
 
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა. 
 
ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი. 
 
აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.. .

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...