მთავარისიახლეებისაზოგადოებათქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ- ზაზა სარალიძე ნათია მეზვრიშვილს

თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ- ზაზა სარალიძე ნათია მეზვრიშვილს

Published on

„თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ“, – ამ სიტყვებით ზაზა სარალიძემ შს მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს მიმართა. სარალიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნათია მეზვრიშვილის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
 
„რა გითხრათ ქალბატონო ნათია. არც კი ვიცი რა სიტყვებით შევაფასო თქვენი დღევანდელი განცხადებები. მხოლოდ ერთს გეტყვით, თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ და იმ მკვლელების სიაში ხართ, ვინც ჩემს შვილზე ხელი ასწია იმ საზარელ დღეს“, – წერს სარალიძე. 
 
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანმა უწყებამ ეს მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა.
„თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს, – ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა „TV პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიების თაობაზე საუბრისას განაცხადა. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...