მთავარისიახლეებიპოლიტიკაგველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!- მიხეილ სააკაშვილი

გველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეიცვალოს სახე, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან მისი თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხი ყველა საქმეზე მოსთხოვს პასუხს.როგორც მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, ივანიშვილი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად. როგორც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს იურიდიული პრობლემები აქვს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში და პრეზიდენტად არჩევა მისთვის მომდევნო ექვსწლიანი გარანტია იქნება.მიხეილ სააკაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას ისიც განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ ყველაფერზე იყო წამსვლელი.   "გუშინ ივანიშვილმა მოთხოვა კვირიკაშვილს გადადგომა და კვირიკაშვილმა ბატონს უთხრა უარი, მაგრამ როგორც ჩანს საღამოს იხილა კადრები ოცნების აქტივისტების შარდით დამუშავების. ჩაიხედა სარკეში, შეეცოდა თავის სახე. მშვენივრად იცის რომ ივანიშვილი ყველაფრის გამკეთებელია და მის მონებს იმავე პროცედურის ჩატარება არ დაენანებოდათ …
ეს ბატონყმობა, ეს მონობა უნდა დასრულდეს, სანამდე უნდა ვემონოთ გაუნათლებელ ბნელ, ერთუჯრედიან ოლიგარქს. მერე რა, რომ მილიარდერია და კიდევ იპარავს მილიარდებს. ჩვენ ვართ ამაყი ერი, ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ხალხის თავზე დაწუწვა და შარდის სახეში შესხმა უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი რომ ეს არის ჟუჟუნა წვიმა.
მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ყვარყვარე, რამდენი სახელიც და გვარიც არ უნდა შეიცვალო, რა სახელიც არ უნდა დაირქვა, რამდენი კანიც არ უნდა გამოიცვალო, პითონი კაა ახლა იცვლის კანს…
ყვარყვარე, აუცილებლად მოგადგება ქართველი ხალხი საკარმიდამოში, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქონებას, თავის ქვეყანას ნამდვილად არ გაგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას გაიპარო და უკანა კარიდან გახვიდე, როგორც შენი ბოლო პრემიერი, ასე რომ გველოდე ყვარყვარე მოვდივართ, დაგვხვდი და ყველაფერს მიეჩინება თავსი ადგილი.
სულ მალე ყველაფერი დასრულდება. ჩვენ გვრჩება ნახევარი ნაბიჯი. ახლაა საჭირო მობილიზება .ოპოზიციის ერთად დგომა…ქართველ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...