მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მთიანი ზონის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მთიანი ზონის ტყეში ხანძარი გაჩნდა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მთიანი ზონის ტყეში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „სპუტნიკს“ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს. „ხანძარი ხალხს არ ემუქრება, სახლები შორსაა. ხანძრის ჩაქრობა რთულია, ვინაიდან ფერდობები ძალიან ციცაბოა“, – განაცხადა გაგრის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო რაზმის მეთაურმა ამირან ფაჩულიამ.
მისივე თქმით, ხანძარს გაგრის რაიონის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ მთელი პირადი შემადგენლობა ებრძვის.„ადგილზე მუშაობს 80 ადამიანი და 4 სახანძრო მანქანა. ადგილმდებარეობა ძალიან რთულია და მიუვალი. ხანძრის კერასთან მისასვლელად მეხანძრეები თოკებს იყენებენ“, – განაცხადა მან.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი 4 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...