მთავარისიახლეებისაზოგადოებამე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

Published on

მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდებისთვის დარეგისტრირებულია 39 000-მდე მოსწავლე. მოსწავლეები გამოცდებს იმ საგნებში ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდა ოთხ საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ტარდება.გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საგანი მე-12 კლასის ბოლოს, დანარჩენ ოთხ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...