მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს აქცია იყო ლგბტ ჯგუფის შეფარული პროპაგანდა"- თენგიზ ჯგუშია გუშინდელ სოლიდარობის აქციას...

“ეს აქცია იყო ლგბტ ჯგუფის შეფარული პროპაგანდა”- თენგიზ ჯგუშია გუშინდელ სოლიდარობის აქციას აფასებს [Video]

Published on

„სამეგრელოს ხმის“ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში გუშინ გამართულ სოლიდარობის აქციას ეხმაურება.მისი თქმით, აქციების დაგეგმვის თანაორგანიზატორია და მას უფლება აქვს როგორც მშობელს გამოვიდეს და მიმართოს საზოგადოებას. „ მე იქ არ ვიყავი, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მე ვიყავი, როგორც მშობელი და ვერავინ დამიშლის მიკროფონში საუბარს. გუშინ სუს-ის და ხელისუფლების აქტიური ხელშეწყობით მოინდომეს აქციის დაშლა, თუმცა ჩვენ მაინც ღირსეულად გავაგრძელეთ აქცია, შვილმკვდარი დედები და ახალგაზრდები იდგნენ ჩვენს გვერდით“- აცხადებს ჯგუშია.
თენგიზ ჯგუშიას თქმით, სისტემა უნდა დაინგრეს- მოწოდება უკვე არის პოლიტიკური მოთხოვნა და ვერ გაიზიარებს ამ ნაწილში იმ მოსაზრებას, რომ აქციას პოლიტიკოსები არ გაეკარონ. მან გუშინდელ აქციას ლგბტ ჯგუფის პროპაგანდა უწოდა. „ემზოს გვერდით ნამდვილად ვდერ დავდგები ვერც მე, ვერც თითოეული ზუგდიდელი და ვერც შვილმკვდარი დედები, რადგან ჩემი და ემზო კვარაცხელიას ღირებულებათა სისტემა ვერასდროს გადაიკვეთება, რა იყო გუშინ, არ იყო ფარული პროპაგანდა? ფერადი კვამლი გაუშვეს,“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.  კითხვაზე, იყო თუ არა მისი განხცადება დისკრედიტაციული, მან თქვა: „მე ვახდხენ არა სოციალური ჯგუფის დისკრედიტაციას, არამედ ლგბტ სტატუსის კონსტატირებას“.
თენგიზ ჯგუშიას თქმით, აქციები უნდა გაგრძელდეს, სამეგრელო, სადაც ზვიად ლაგვილავა მოკლეს, სადაც ბესიკ ჯგუშია ააფეთქეს და ასეთი უამრავია და ხელისუფლებას არც ერთი საქმე არა აქვს გამოძიებული, დიხა რომ სწორედ უნდა გააგრძელოს აქციები და უნდა დადგეს ზაზა სარალიძის გვერდით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე, რომელიც ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც შაოსანი დედებიც ესწრებოდნენ, თენგიზ ჯგუშიაც იმყოფებოდა, რომელმაც მიკროფონი ითხოვა, თუმცა ამას აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტით უპახუსა. 
 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...