მთავარისიახლეებიეკონომიკამიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავიხსნით საქართველოს ივანიშვილის ლომბარდისგან და მივიღებთ...

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავიხსნით საქართველოს ივანიშვილის ლომბარდისგან და მივიღებთ მყისიერ ზომებს, უსამართლო სესხებისაგან დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისათვის

Published on

ბიძინა ივანიშვილის ლომბარდისა და ბანკების მევახშოკრატიის დასასრული საქართველოში – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ბანკებისა და ყოფილი პრემიერის არაფორმალური მმართველობის დასასრულს აანონსებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი უსამართლო სესხებზე და შეიქმნება სპეციალური ფონდი.
 
სააკაშვილის თქმით, ფონდში გაერთიანდება ბოლო წლების განმავლობაში ნაძარცვი აქტივები და მოხდება დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მიერ ხელოვნურად მოხდა ლარის კურსის გაუფასურება, სწორედ ამიტომ დოლარში გაცემული სესხების დაფარვა კვლავაც ძველი კურსით უნდა მოხდეს.
 
„ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა და მასთან შეკრულმა სამმა ბანკმა გაძარცვა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. მათ დაამცირეს ქართველი ერი, ისინი ყოველდღიურად დასცინიან ჩვენს ხალხს.
 
მათ გააპარტახეს საქართველოს ეკონომიკა, უკანასკნელი ლუკმა წაართვეს ჩვენს ხალხს. წაართვეს სახლები, ქონება, ბიზნესი, საბანკო ანგარიშები, დატოვეს ხალხი აბსოლუტურად უყველაფროდ.
 
მე გაძლევთ მყარ სიტყვას, ჩვენ არამხოლოდ დავასრულებთ ივანიშვილის მევახშოკრატიას, დავიხსნით საქართველოს ივანიშვილის ლომბარდისგან, არამედ მივიღებთ მყისიერ ზომებს, რათა ვუშველოთ ჩვენს ხალხს. გავაუმჯობესოთ მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ფონდს, სადაც სხვა წყაროებთან ერთად შევიტანთ  ივანიშვილის მიერ ნაძარცვ და მოპარულ საქართველოს საზოგადოების კუთვნილ ქონებას და ეს ფონდი თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურებს, უახლოეს დღეებში და კვირეებში, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ მის მიერ მიყენებულ ზარალს.
 
ჩვენ გამოვაცხადებთ დაუყოვნებლივ მორატორიუმს და ის შევა ძალაში ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე. მევახშე ბანკების მიერ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების საფუძველზე  აღმოცენებული უსამართლო ვალების ორი წლით გაყინვისა და ასევე კურსის გადაანგარიშების, რომ როდესაც სავალუტო კრედიტები არის აღებული ძველი კურსით ხოლო შემდეგ ივანიშვილმა ხელოვნურად შეამცირა საქართველოს ვალუტის კურსი, იმიტომ რომ ამაზე გააკეთა ფული, თქვენს გაჭირვებაზე გააკეთა ფული, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კურსის ანაზღაურება მოხდეს იმ კურსით, რომელიც იყო ჩემი პრეზიდენტობის დროს 1.65 ლარი ამერიკული დოლარისთვის.
 
ეს იქნება სააკაშვილის კურსით დაბრუნებული ვალი. მორატორიუმის დასრულების შემდეგ და პროცენტების შემცირების შემდეგ.
 
უსამართლო საბანკო ვალების ორწლიანი მორატორიუმის კვალდაკვალ ჩვენ ვიწყებთ სიის შედგენას უსამართლო ვალების და მათზე გამოცხადდება ორწლიანი მორატორიუმი ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ისევე როგორც, ჩვენ ვადგენთ რეესტრს სახელმწიფო სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი ხალხის. თითოეული ასეთი უსამართლოდ დათხოვნილი ადამიანი, და ასეთი არის ძალიან ბევრი,  მიიღებს კომპენსაციას ქართული სახელმწიფოსგან და დაუბრუნდებიან სახელმწიფო სამსახურს.
 
შემოვიღებთ რეგულაციებს, რომელის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიცაზიები და ბანკები ვეღარ იქნებიან მევახშეები, მათ მოუწევთ ფინანსური ბერკეტების გამოყენებით საპროცენტო განაკვეთების  დაწევა და კრედიტი ხელმისაწვდომი გახდება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.
 
საქართველოში მევახშოკრატია დასრულდება საქართველოს ჩვენ გამოვიხსნით ივანიშვილის პირადი ლომბარდიდან და საქართველო გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას.
 
საქართველო დაბრუნდება წარმატების გზაზე.  თითოეული ქართული ოჯახი თავს დაიხსნის გაჭირვებისგან და ამოისუნთქებს შვებით. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 

სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს. ...

კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს, გეგმავს

კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს - ამის შესახებ მან...

ოლიგარქის პოლიციამ “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა

ოლიგარქის პოლიციამ "რონდელის ფონდის" მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა. "რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა....

“უკვე 2 თვეზე მეტია ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს… ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ზუსტად ესაა არხის დახურვა – საძაგლიშვილი “მთავარ არხზე”

"მთავარი არხის" იურისტი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის დირექტორი...