მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 410 აბიტურიენტი გამოეთიშა

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 410 აბიტურიენტი გამოეთიშა

Published on

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მე-12 კლასელთა 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების მონაცემები გამოაქვეყნა.
 
მე-12 კლასეთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:
ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა.
უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა.
ისტორია – 97%-ზე მეტმა.
მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა.
 
მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში)
ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა.
უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა.
ისტორია – 96%-ზე მეტმა.
მათემატიკა – 88%-ზე მეტმა.
 
განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 
გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა.
ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა.
ქიმია – 78%-ზე მეტმა.
ფიზიკა – 43%-ზე მეტმა.
 
იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
 
იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983.
 
იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....