მთავარისიახლეებიეკონომიკასიახლე თხილის დამზადებაში - HACCP-ს სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება

სიახლე თხილის დამზადებაში – HACCP-ს სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება

Published on

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს. 
 
კერძოდ, მთავრობის მიმდინარე წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება HACCP-ს სისტემა დანერგოს. აღსანიშნავია, რომ HACCP-ს სისტემის დანერგვის ვალდებულება თხილის ექსპორტიორებს მიმდინარე წლის იანვრიდან გაუჩნდათ, თუმცა, მაშინ მხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულზე იყო საუბარი.
 
გარდა ამისა, 2018 წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორმა თხილის ექსპორტისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა აიღოს; ამასთან, აუცილებელი იქნება ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს წარუდგინოს.
ცნობისთვის, მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
 
 
„აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღოდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საკითხის აქტიური განხილვა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული თხილის ხარისხის ამაღლებას და ევროკავშირის ბაზარზე მის პოპულარიზაციას. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...