მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აგებს გზებს ზუგდიდში ... მაგრამ ხისთვის და...

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აგებს გზებს ზუგდიდში … მაგრამ ხისთვის და ისიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან

Published on

ბიძინა ივანიშვილის ხის გადასატანად ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირთან სპეცრაზმის დახურულ საწვრთნელ ბაზაზე გზა გაიყვანეს.
 
ასწლოვანი ხის გადატანა მაინც ვერ მოხერხდა. როგორც ცნობილია, აღმართზე სატვირთო მანქანამ ხის დაძვრა ვერ შეძლო.
 
რაც შეეხება ბაზის ტერიტორიაზე გზის გაყვანას, ამის მიზეზად ადგილობრივები იმას ასახელებენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ხიდი ხის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა და შესაძლოა ჩანგრეულიყო.
 
შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებამ სპეცრაზმის საწვრთნელ ბაზაზე ბეტონის ფილებით კუსტარულად დააგო გზა, სადაც ხეს უნდა გაევლო.
 
ხის გადატანის წარუმატებელმა სამუშაოებმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, საპატრულო პოლიციასა და საავადმყოფოს.
 
მთელი ღამის განმავლობაში, დილის 10 საათამდე პოლიციისა და საავადმყოფოს შენობებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ისინი გენერატორის გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...