მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტების ოჯახში

ტრაგედია იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტების ოჯახში

Published on

რამდენიმე დღის წინ  იტალიაში  საქართველოს მოქალაქე, 20 წლის ემიგრანტი გოგონა იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.
 
როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, დაკავებულის დედამ , 46 წლის ემიგრანტმა თეა ნიკოლეიშვილმა  ვერ გაუძლო სტრესს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა. –  ინფორმაციას ამის შესახებ  ,,კვირა გე''  ავრცელებს. 
 
 
როგორც ირკვევა, თვითმკვლელობამდე ქალი საპატიმროში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ შვილს შეხვდა და იქიდან გამოსულმა სიცოცხლე მოისწრაფა. 
 
ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა და ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა. თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.
 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...