მთავარისიახლეებიკულტურათანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „f 5" ზუგდიდში

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „f 5″ ზუგდიდში

Published on

ზუგდიდი 9-10 ივნისს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ „f 5-ს" უმასპინძლებს. 

ორღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები და პოეტები – ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ლუკა ბაქანიძე. რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ მხარეს, ამაზე ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი იზრუნებენ.
 
ფესტივალის იდეის  ავტორები ზუგდიდელი ახალგაზრდები ტატო ჩანგელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია არიან.
 
 
"დღეისათვის, თბილისში უამრავი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება. მასზე დასწრება და მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებლებს, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლიათ –  ეს დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან და კიდევ ბევრ დეტალთან. სამწუხაროდ, არც ზუგდიდია გამონაკლისი. ხშირ შემთხვევაში, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ კულტურულ აქტივობებზე, რაც თბილისში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას. ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას და არ იყოს დიდი წყვეტა თბილისთან, რაც ასე თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ფესტივალის ზუგდიდში ჩატარება სხვა საინიციატორო ჯგუფებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რათა მომავალში რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ", – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ლაშხია.
 
ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა "ინტელექტი", გენერალური სპონსორი – "შაუნდერს Gროუპ-ი". სპონსორები: "ლაზიკა კაპიტალი", "ცერერა", შ.პ.ს "ზუგდიდის სუპერმარკეტი", ბარ-რესტორანი “El Barko” და „Art hostel-ი”.სად გაიმართება ფესტივალი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი შონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ადგილმდებარეობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება. განიხილავენ როგორც ღია, ისე დახურული სივრცის შესაძლებლობას. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებისთვის უფასო იქნება. მისივე ინფორმაციით, პირველი ნაწილი ორივე დღეს ლიტერატურული იქნება, სადაც მოწვეული პოეტები საკუთარ შემოქმედებას წაიკითხავენ, საღამო კი მუსიკით გაგრძელდება.
 
„ისინი ენთუზიაზმით ჩამოდიან. კარგ საქმეში გვეხმარებიან და ბოლომდე გვერდში გვიდგანან. ფესტივალმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ახალგაზრდები დააინტერესოს. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომ ზუგდიდში ამოქმედდეს, ამოძრავდეს კულტურული პროცესები“, – გვითხრა გიორგი შონიამ.
 
ორგანიზატორთა სურვილია ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცეს. ამას გარდა, ეს ფაქტი სხვა საინიციატივო ჯგუფებისთვისაც იყოს მაგალითი, რომ რეგიონებს მომავალში მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.
 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...