რაზე ისაუბრებს პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკელ პარტნიორებთან ვაშინგტონში ვიზიტის დროს

0
419
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტად ჩადის.
 
პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ   საუბრისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-ში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და აშშ-ს მხარდაჭერაზე დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში.
 
„მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით. სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარუძღვება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ აღვნიშნავთ საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორედ გაიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც ასევე გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და აშშ-ს მხარდაჭერას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის  სამუშაო ვიზიტი აშშ – ში 21-23 მაისს  შედგება  
 
 
წინა სტატიათანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „f 5″ ზუგდიდში
შემდეგი სტატიაჩაქვის გვირაბთან ავტოავარია მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური