პოლიციის მაღალჩინოსანი ქვეითად მოსიარულე ჯარისკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

0
439
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე, 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითია. მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
 
პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წინა სტატია“რეფორმები ზუგდიდში 100 წლის წინ” [Video]
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები სამდღიან წვიმიანობას ვარაუდობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური