მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გავიგებთ, რატომ შეწუხდა და გამოგვეცხადა ბიძინა ივანიშვილი მეორედ

დღეს გავიგებთ, რატომ შეწუხდა და გამოგვეცხადა ბიძინა ივანიშვილი მეორედ

Published on

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა – რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ამაზე დღეს ის თავად ისაუბრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. 
 
როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, “საკითხი იმდაგვარად ნამდვილად არ იდგა, რომ პარტია “ქართულ ოცნებას“ გადარჩენა სჭირდებოდა, თუმცა ივანიშვილის ჩართვა პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“. 
 
“დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ ახალი შემადგენლობით ავირჩიოთ, როგორც პოლიტიკური საბჭო, ასევე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე – პარტიის დამფუძნებელი. ეს არ არის პატარა ცვლილება. ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გავლენა ექნება, როგორც პარტიის შიგნით პროცესებზე, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში. ეს გავლენა იქნება მხოლოდ პოზიტიური და კარგი მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...