მთავარისიახლეებიეკონომიკასვანებს ემუქრებიან? რა კავშირი აქვს შსს-ს ჰესების მშენებლობასთან სვანეთში?

სვანებს ემუქრებიან? რა კავშირი აქვს შსს-ს ჰესების მშენებლობასთან სვანეთში?

Published on

სვანეთში ჰესების "მესტია ჭალა -1" და მესტია ჭალა-2"-ის მშენებლობა განახლებiის გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის აღშფოთება მოყვა.   . სამოქალაქო მოძრაობის წევრები, რომლებიც რამდენიმე თვეა, მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ შსს-ში შემდგარი შეხვედრის   შესახებ არაფერი იცოდნენ და, შესაბამისად, თანხმობა, რომელიც იქ ადგილობრივი მოსახლეობის სახელით იქნა გაცხადებული, არ შეესაბამებას ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა  პოზიიციას..
 
მოსახლეობის ამ ნაწილს აქვს სავსებით ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შედგა ეს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც წესით  არანაირი კავშირი არა  აქვს სვანეთში ჰესების მშენებლობასთან. მოსახლეობაში ამას ხსნიან იმით, რომ ეს არის ერთგვარი მუქარანარევი მინიშნება იმაზე, რა პრობლემები შეიძლება შეექმას მათ, ვინც პოზიციის დათმობას არ აპირებს.  
 
 „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წარმოადგენელი ნათელა ქურდიანი ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად "მესტია ჭალა -1" და მესტია ჭალა-2"-ის მშენებლობის განახლებას გამონაკლისის სახით დათანხმდა, რადგან ეს შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი იყო, რაც შეეხება სხვა ჰესების მშენებლობას, მოძრაობა კვლავაც კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევს ამას.  
 
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ არცერთი პროექტი და ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ხალხის თანხმობის გარეშე არ აშენდება. კონკრეტულად, მესტიაჭალა ჰესის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ჩართული იქნებიან ხალხის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები, რომელთა არგუმენტირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. მესამე: მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს გარკვეული ოდენობის თანხა. ჩვენ მოვითხოვეთ, შეიქმნას ზემო სვანეთის განვითარების ფონდი, სადაც კომპანია დამატებით ყოველწლიურად შეიტანს სოლიდურ თანხას, რომლის მიზნობრიობასა თავად განკარგავს ადგილობრივი მოსახლეობა. სამწუხაროა, როდესაც პიროვნებები ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ ამ შეხვედრის შესახებ. გაუგებარია რა მიზანს ემსახურება მათი ქმედება. ეს ნაბიჯი იყო ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ ჩვენი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ,,სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა'' ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს. 
 
 

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...