მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის, რომ სტრასბურგში მოსაზრებაა მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მცდარი გადაწყვეტილებების ბრალია" -...

“ის, რომ სტრასბურგში მოსაზრებაა მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მცდარი გადაწყვეტილებების ბრალია” – მარგველაშვილი

Published on

ის, რომ სტრასბურგში მოსაზრებაა მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მცდარი გადაწყვეტილებების ბრალია, რაზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია. პრეზიდენტის აზრით, მიღებულია ბევრი მცდარი გადაწყვეტიოლება, რის გამოც წითელი ცირკულარით ძებნილ პირებს პასუხისმგებლობა მოეხსნათ. 
 
მარგველაშვილმა მის წინამორბედ მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა, თუმცა მისი გასამართლება არასწორი მუხლით მოხდა. „ის, რომ სააკაშვილი გაასამართლეს არასწორი მუხლით, ამათ იტკიონ თავი სტრასბურგში, ყველა თემაზე უნდა ვიყო ამათი და იმათი შეცდომების გამსწორებელი?! აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობები, როგორც აიღეს მერაბიშვილზე. არ დაგვიბრუნდა ის, რასაც ვამბობდი? რომ რა სისულელეს ვაკეთებთ, გამოვიძიოთ საკნიდან გამოყვანის ფაქტი მეთქი. არა, როგორ შეიძლებაო და არ დაგვიბრუნდა უკან შეურაცხყოფად?! რომ ვამბობდი ამ გრიფს ნუ მოვხსნით ამ დაწყევლილ საუბუთებს, რომელიც იურისპრუდენციას საერთოდ არ ჭირდებოდა და პიარის თემა იყო, სააკაშვილს გადაეფარაო, ამბობდნენ და როგორც კი ეს მოხდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც წითელი ცირკულარით ეძებდნენ, მოუხსნეს ძებნა. ახლა ვინ გაუკეთა იმ ადამიანებს ალიბი, ვინც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, მე, რომელმაც ვთქვი, რომ ამ გრიფის მოხსნით იმ ხალხს ვეღარ დავიჭერთ, თუ ვინც მოაწყო პოლიტიკური პიარი და შედეგად აღარცერთი აღარ იძებნება?! წითელი ცირკულარით ძებნილი პირების მაგივრად ამ ხელისუფლებას დიდ მადლობას ვეტყოდი, რომ მოაშორეს პასუხისმგებლობები. ამაზე ვინმემ აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ ეს რა სისულელე დაგვემართა, ვიღაცამ თქვა, რომ მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში წაგებულია და წამდაუწუმ მეუბნებიან, თურმე მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ვინმე გამოვიდა, თქვა, რომ მე ვარ დამნაშავე, რადგან ეს საქმე მივიდა სტრასბურგამდეო?!“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...