მთავარისიახლეებიპოლიტიკასად არის არჩილ ტატუნაშვილის გული?

სად არის არჩილ ტატუნაშვილის გული?

Published on

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით არსებული სიმძიმე ყველაზე ტრაგიკულად სწორედ არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში გამოვლინდა და აჩვენა, რომ ვითარება არ არის სტატიკური, არამედ ყოველდღიურ გამოწვევებს ქმნის ადამიანებისთვის.
 
„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას. სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის – დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  წარმომადგენლები მთავრობისადმი მიმართვაში    აცხადებენ, რომ  ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხის ყველა საერთაშორისო ფორმატში დაყენება უნდა მოხდეს. მათი მოთხოვნააა „საქართველოს სახელმწიფომ  სახელმწიფოთაშორისი განაცხადი, საჩივარი, შეიტანოს სახელდობრ რუსეთის წინააღმდეგ,  რადგან იკვეთება რუსეთის ბრალეულობა. ზუსტად  ის არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში“- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ავალიანი.
 
 
სტრასბურგში სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
 
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. 
 
"სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვხედავდით ტენდენციას, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას შერბილებული ჰქონდა საერთაშორისო წნეხი, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების გზით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის, იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი ეგო სხვადასხვა დანაშაულზე, რომელიც განხორციელებული აქვს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად დაიცავს საქართველო თავის ინტერესებს ამ სარჩელის მიმდინარეობისას. ჩვენ ვხედავთ, რომ დღემდე ხელისუფლების ტენდენცია არის საწინააღმდეგო და რეალურად, ფორმალურად მიდის რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ინსტანციებში სარჩელები, თუმცა ამას რეალურად არანაირი შედეგი არ აქვს. თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
 

 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...