მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურა ჯაფარიძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, "გირჩის" 2 ლიდერს კი პატიმრობა...

ზურა ჯაფარიძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, “გირჩის” 2 ლიდერს კი პატიმრობა მიუსაჯა

Published on

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, პარტიის 2 ლიდერს კი 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.„გირჩის“ წევრებს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი.„გირჩის“ წევრებმა გუშინ სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავდათ.შსს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირთა გარკვეულ ჯგუფს შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ამ სამუშაოს შესრულებაში „გირჩის“ წევრებმა ხელი შეუშალეს.პოლიტიკური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ. 

სიახლეები

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...