მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის საბჭოს განცხადებით, რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს...

ევროპის საბჭოს განცხადებით, რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის

Published on

ევროსაბჭო შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე,-  ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. –  ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის
 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით,.„ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
 
 
ასევე, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს და მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
 
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე"-განაცხადა პრემიერმა.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...