მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი –„დღეს ხელისუფლების უზურპაცია მიმდინარეობს. რაც ხდება, ეს არის მარაზმი„

ირმა ინაშვილი –„დღეს ხელისუფლების უზურპაცია მიმდინარეობს. რაც ხდება, ეს არის მარაზმი„

Published on

„რაც დღეს ხდება, ეს არის მარაზმი და ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, რომ პარლამენტი არის უზურპირებული ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ,“  – ეს განცხადება, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას გააკეთა.
 
ირმა ინაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „კეთილი ნება“ სჭირდებოდა და ამასთანავე, ოპოზიციასთან  და უმრავლესობასთან შეთანხმება.
 
„არაფერი განსაკუთრებული დღეს პრეზიდენტს არ უთხოვია და არც მოუთხოვია, და არ ვფიქრობ, რომ რაღაც ტრაგედიაა იმაში, რომ თუ დებატების ფორმატისას, პრეზიდენტი მოითხოვს დისკუსიაში ჩართვას,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 
ინაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლების უზურპაცია მიმდინარეობს. ინაშვილის განცხადებით, საერთოდ, დღეს არსებული რეგლამენტი შესაცვლელია. 
 
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განცხადებით, მისი ფრაქცია სხდომათა დარბაზს არ ტოვებს და მიზეზი არის ის, რომ ტრიბუნა, სიტყვით გამოსვლისთვის გამოიყენო
 
გასული ხართ პოლიტიკურ ასტრალში – მსგავსი რამ საბჭოთა კავშირის ყრილობებზე არ ხდებოდა, – აღნიშნული განცხადებით პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების“ უმრავლესობას მიმართა. 
 
“ახლა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი არ იმყოფება და თქვენ შორიდან ეჩხუბებით და აკრიტიკებთ მას. ეს ზნეობრივი საქციელი არ არის და ამას ოჯახებში არ გვასწავლიდნენ – როცა ადამიანი არ იმყოფება, მასზე აუგი არ უნდა თქვა. ადამიანს ყველაფერი პირში უნდა უთხრა. მე თქვენ პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები – აი, მდინარაძის ჯგუფი!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 
 
მან პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ რაც მან დღეს გააკეთა, პოლიტიკური კულტურის გააზრებისგან შორს დგას. “რას კადრულობთ და რატომ კადრულობთ?! პრეზიდენტს ართმევთ თავისუფალი სიტყვის უფლებას და ამას იმით ამართლებთ, რომ თურმე რეგლამენტი დაიცავით. მაშინ სად იყო ეს რეგლამენტი, როცა ნდობის ჯგუფში ჩვენი ფრაქცია არ შეიყვანეთ და კანონს ცინიკურად თავზე გადაახტით?! მაშინ რატომ არ იცავდით სამართლებრივ ასპექტებს, როცა კონსტიტუცია ჯიბეში ჩაიდეთ?! ის, რაც ახლა ამ დარბაზში ხდება, პრეჟნევსა და ანდროპოვს მახსენებს. ასაკით ჩემზე ახალგაზრდა ხართ და წესით ეს საბჭოთა აზროვნება თქვენში არ უნდა ბუდობდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...