მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ოცჯერ გაიზარდა - საქონლის მსხვილი პარტიები ენგურის ხიდის გავლით...

კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ოცჯერ გაიზარდა – საქონლის მსხვილი პარტიები ენგურის ხიდის გავლით სრულიად უკონტროლოდ შემოდის- რუსთავი2

Published on

კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ოცჯერ გაიზარდა. კომერსანტის ინფორმაციით, 2016 წელს სამართალდამცველებმა 26 ათას კოლოფზე მეტი კონტრაბანდული თამბაქო ამოიღეს. 2017-ში კი ნახევარ მილიონზე მეტი.კონტრაბანდული სიგარეტი, აფხაზური აქციზური მარკით, საკონტროლო შესყიდვის დროს კურიერმა ზუგდიდის ცენტრში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყიდა. მიმდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები კონტრაბანდული პროდუქციით ვაჭრობაში დარღვევას ვერ ხედავენ.ზუგდიდში, თითქმის, ყველა სავაჭრო ობიექტში კონტრაბანდული პროდუქციის შეძენა უპრობლემოდაა შესაძლებელი. სავაჭრო ობიექტებში ყიდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი არამხოლოდ თამბაქოს, არამედ სხვა პროდუქციასაც.ადგილობრივები კურიერთან ყვებიან, რომ კონტრაბანდისტებმა კარგად იციან, როდის არის ხელსაყრელი მდინარე ენგურის უპრობლემოდ გადალახვა, მერე კი ტყით უკანონო საქონლის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოტანა.ენგურის გაღმა ნაპირზე საოკუპაციო რეჟიმის 4 საგუშაგოა და ამდენივე საკონტროლო პუნქტი აქვთ ქართველ სამართალდამცველებს სამეგრელოს მხარეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წილი მაღალჩინოსნებთან მიდის და სწორედ ისინი თანამშრომლობენ საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლებთან.ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა, ამტკიცებს, რომ ტყის ძმების მეთაურმა, დავით შენგელიამ და გუბერნატორმა, ლევან შონიამ, კონტრაბანდული ქსელი სამეგრელოსი წლების წინ ააწყვეს.გუბერნატორი შონია კურიერის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა, თუმცა, იმის თქმა მოესწრო, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში წარმოებული და უაქციზო პროდუქციის გადმოტანასა და გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს.მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, გუბერნატორი და სუს-ის რაიონული ორგანიზაცია აკონტროლებს თხილის ბიზნესს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება გუბერნატორის კლანურ მმართველობაზე ინფორმირებულია, თუმცა, თვალს ხუჭავს, რადგან არჩევნების დროს ის ქართული ოცნების რეგიონში ხმების მობილიზებას ახდენს, ამაში კი კონტრაბანდის ბიზნესში ჩართულ ტყის ძმების ყოფილი მეთაური, დავით შენგელია, ეხმარება.
 
წყარო: რუსთავი2

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...