მთავარისიახლეებიპოლიტიკა“თაიმერი” შესაძლო სამთავრობო კარუსელის შესახებ

“თაიმერი” შესაძლო სამთავრობო კარუსელის შესახებ

Published on

,,თაიმერის''  ცნობით,  მალე მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.  ამის შესახებ სააგენტო   მთავრობაში საკუთარმა წყაროზე  დაყრდნობით იუწყება.
 
,,ცვლილებების კარუსელი შემდეგნაირად არის დაგეგმილი:  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კი უწყების პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე შეცვლის, იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში ელჩად მოგვევლინება, მის ადგილს კი  თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილს შოთა შალელაშვილი შეცვლის . “ქართულმა ოცნებამ” ოცნება არ (ან ვერ) აუხდინა დიმიტრი ქუმსიშვილს –  ის და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ფავორიტი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ. ამ ორი ვაკანსიაზე საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენებს მოიაზრებენ, თუმცა, ვინ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.  ამ წუთებში რამდენიმე ბიზნესმენთან მიდის მოლაპარაკება. თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მას  ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი შეცვლის. ასევე, გამორიცხული არ არის თანამდებობა დატოვოს ჯანდაცვის მინისტრმაც. სერგეენკოს ადგილზე მოიაზრება ვალერი კვარაცხელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ბელორუსში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
 
ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ამ ეტაპზე კვირიკაშვილს “ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატად ალტერნატივა არ ჰყავს – ამბობს “თაიმერის” წყარო.
 
http://www.timer.ge/thaimeri-samthavrobo-karuseli/
 

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...