მთავარისიახლეებიპოლიტიკაარალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.

არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.

Published on

არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.„მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს კრიმინალიზაცია იმ საქმიანობის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მოტყუებით გადაყვანას ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და იქ ვითომდა დასაქმებას. ამ სქემების, ორგანიზაციების თუ პირების გამოვლენის შემთხვევაში მათი კრიმინალიზება მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიაც, რომელიც, ძირითადად, კონცენტრირებულია თავშესაფრის საკითხზე. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იგეგმება ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არალეგალური მიგრაციის პრობლემასთან ბრძოლის დამატებით შესაძლებლობებს განიხილავენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავის მხრივ, კარგი თანამშრომლობა აქვს კოლეგებთან. ძალიან გაამართლა პოლიციის ატაშის ინსტიტუტმა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს პოლიციის ატაშეების დამატებას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აპირებს“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად იქნება ე.წ. ცირკალური მიგრაციის ხელშეწყობა – საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროპის ქვეყნებში. „ჩვენ გარკვეული პერიოდია აქტიურად ვთანამშრომლობთ პოლონეთთან და ესტონეთთან ამ მიმართულებით. ამ პროცესში ძალიან გვეხმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ისინიც სხვადასხვა ქვეყნებთან უკვე მუშაობენ შემდგომი პროექტების განსახოციელებლად. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ ქვეყნების დასახელებისგან, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ კიდეც ამ თემაზე“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...