მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: ,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება”

Published on

,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება'' – ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიერ გუშინ, 24 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურის შექმნის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებულ  განცხადებას.
 
  „ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა ორი მასშტაბური ოპერაცია, რომლებიც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს. მათ ჯერ ბრწყინვალედ გამოაშკარავეს და ლეგალურად დაამტკიცეს კავშირი „საპროტესტო ბანაკსა“ და რუსეთში გაქცეულ პოლიტიკურ ემიგრაციას შორის. შემდეგ კი ოსტატურად ამხილეს მტრების ბუნაგი, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდა“, მისივე თქმით, სააკაშვილი და სავჩენკო „მართვადი ქაოსის თეორიას“ – რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. – განაცხადა პოროშენკომ. 
 
 სწორედ ამ განცხადების პასუხად დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე:
,,იაფფასიანი მატყუარა ღირსების გარეშე!  
თუკი მამხილეთ, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე – შემიშვით უკრაინაში და სასამართლოში დაამტკიცთ თქვენი ეჭვები!  
მე ჯერ სასამართლოში დავიცავ თავს, ხოლო გაისად  –  პოროშენკოს წინააღმდეგ მივცემ სასამართლოზე ჩვენებას .
ჩემზე ნუ დარდობს. მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა, სახელად  პოროშენკო, მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში თუ მოხვდება“.
 

სიახლეები

მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს – სალომე ზურაბიშვილი

მიტინგებისა და სხვა საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს საქართველოს...

ხარკოვში საავადმყოფოს დაბომბვისას 6 ადამიანი დაშავდა

ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფოს ტერიტორია დაბომბეს. საავადმყოფოს შენობა, სადაც ასზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა, დაზიანებულია. თავდასხმის...

უკრაინელებმა ზაპოროჟიეში ერთი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის 24-ე მოიერიშე ბატალიონმა “აიდარმა” 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის...

ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. პრესსამსახურის ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და...