მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის პოლიციის სამმართველოში წუხელ დეპუტატების ნაწილი დაიკითხა

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში წუხელ დეპუტატების ნაწილი დაიკითხა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წუხელ ზუგდიდის პოლიციის სამმმართველოში დეპუტატების ნაწილი დაიკითხა.წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით შელიას დაკითხვა, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილეა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და გამომძიებლის შეკითხვებსაც უპასუხა. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წევრს, ბათლომე შელიამ "ოდიშინიუსს" განუცხადა, რომ წუხელ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ამიტომაც მისი დაკითხვა დღეს მოხდება. დეპუატის განმარტებით, თავს კარგად გრძნობს.
 
დაპირისპირება  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვას მოყვა.„ევროპული საქრთველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ორივე დეპუტატს სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ, საკრებულოს თავმჯდომარემ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...