მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი '' - სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა არჩილ...

,,ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი ” – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

Published on

 
„ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები“, –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
 
პატრიარქი სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმარზე მივიდა და რჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი  აღავლინა. მას თან ახლდნენ მღვდელმთავრები: პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი და სხვა სასულიერო პირები.
 
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

სიახლეები

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...