მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ წუთის მდგომარეობით, პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა- სერგეენკო

ამ წუთის მდგომარეობით, პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა- სერგეენკო

Published on

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ წუთის მდგომარეობით, ისევე როგორც რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით, საპრეზიდენტო კანდიდატობის საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა და არ იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.მინისტრმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შესთავაზა თუ არა მას "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატობა ან რამდენად შესაძლოა, "ქართული ოცნების" კანდიდატი ქალი იყოს. "ვფიქრობ, ძალიან მალე დაიწყება ოფიციალური კონსულტაციები. ალბათ, კონსულტაციები იქნებოდა, თუმცა ოფიციალურად, რომელშიც ალბათ, მეც მივიღებდი მონაწილეობას, არ დაწყებულა. ჩემთვის უცნობია, რომ მომავალი კანდიდატის შერჩევა მოხდეს გენდერული ნიშნის მიხედვით. ეს ალბათ, მოხდება იმ ნიშნით, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ალბათ, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი ხედვა, მათ შორის მეც, მაგრამ ამის ცალსახად გაცხადებისგან თავს შევიკავებ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ წუთის მდგომარეობით, ისევე როგორც რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით, ჩემთან მიმდინარე კონსულტაციები არ ყოფილა და არ იქნება. ნამდვილად არ მაქვს პოლიტიკური გეგმები", – განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...