მთავარისიახლეებისაზოგადოებატატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები, აცხადებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები, აცხადებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

Published on

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის მშობლიურ სახლშია დასვენებული. ცხედარი თბილისიდან სოფელ  წილკანში დაახლოებით ერთი საათის წინ გადაასვენეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაიხადეს. წილკანში მყოფი ჟურნალისტები, რომლებმაც ცხედარი ნახეს – მასზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობენ. "მძიმე წუთები იყო, როცა დედას მიეცა საშუალება ცხედარს მიახლოებოდა. პირველი რეაქცია იყო შეცხადება იმის გამო, რომ შვილის ცხედარი იყო დამახინჯებული, ეს მოხდა წამების კვალზე, სანამ მას მოკლავდნენ, მას აწამებდნენ. არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები,"-აცხადებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...