მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ- მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მე, უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვერავინ ვერასოდეს შესძლებს ჩემს გაჩუმებას. ამასწინათ რუსულ არხებზე ძველი „ფეესბეშნიკი“ იგორ გიორგაძე აჩვენეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ არ გავჩერდები, მე გამაჩერებენ. მინდა მათ ვუთხრა: არაფერი გამოგივათ. მე აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ევროპაში ჩემს ყოფნას თავის პლუსები აქვს. როგორც ვიცით, თავის დროზე ბაბუა ლენინს ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და იმ დროს თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ჰოლანდიაში ის დაცვის გარეშე გადაადგილდება.
„რა დაცვა? არანაირი დაცვა არ მყავს. კიევში მყავდა დაცვის ერთი წევრი, რომლის დეპორტირება მოხდა. როდესაც მე კაფეში ვიყავი, სადაც დამაკავეს, ჩემთან ანტიტერორისტული ოპერაციის ორი ვეტერანი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მათ იარაღი არ ჰქონდათ“, – აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მის ოჯახს ნორმალური შემოსავალი აქვს და საწყისისთვის ეს საკმარისია.„რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...