მთავარისიახლეებისაზოგადოებაუბედური შემთხვევა თბილისში- შენობიდან შუშის ჩამოვარდნას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა თბილისში- შენობიდან შუშის ჩამოვარდნას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published on

თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
 
ექიმის განცხადებებით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია ვერ ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ოპერაციის დაწყებამდე გული რამდენჯერმე გაუჩერდა.  
 
„პაციენტი შემოყვანილია ემერჯენსის განყოფილებაში,  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვის მიღების შემდეგ. რამდენიმე წუთში იქნა აყვანილი საოპერაციოში, ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაიცვალა ტრამვული შოკით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო,“ – განაცხადა  რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გიორგი ხარჩილავამ.
 
ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში".
 
შუშა ელექტრო სისტემის შენობიდან ჩამოვარდა.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...