მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ქალაქის გულში'' დაზარალებულები: ,,ჩვენამდე არავინ მოსულა, რომ დავეზღვიეთ, გადასახადზე ჩქარა მიდიოდნენ,...

,, ქალაქის გულში” დაზარალებულები: ,,ჩვენამდე არავინ მოსულა, რომ დავეზღვიეთ, გადასახადზე ჩქარა მიდიოდნენ, რომ ფული აეკრიფათ”

Published on

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” გუშინ გაჩენილი ხანძრით დაზარალებულებს შენობაში ჯერაც არ უშვებენ. 
 
ზიანი ჯერ არ შეფასებულა,მაგრამ უკვე ცხადია, რომ დაზარალებულია ათეულობით მოვაჭრე, რომერლნიც წუხანდლიდან წრიალებენ პოლიციის  კორდონით შემოსაზღვრული ტერიტორიის სიახლოვეს
ბევრი სასოწარკვეთილია და არანაირი იედი არა აქვს რომ ხანძარს რამე გადაურჩა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი  ვალების ამარა რჩებიან და მათ ოჯახებს საარსებო სახსრები აღარ რჩებათ. 
მათთვის ვერაფერი ნუგეშია, რომ  პირველი მარტიდან, ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მფლობელებს ობიექტების სავალდებულო დაზღვევას ავალდებულებს, რათა ხანძრით მიყენებული ზიანი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს
 
უკვე ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფო ამჯერადაც ხელს დაიბანს და მათვე დაადანაშაულებს იმაში, რომ ქონება დაზღვეული არ ქონდათ. არადა, მათი თქმით, დაზღვევის შეთავაზებით მათთან არავინ მისულა, ის შენობა კი, რომელიც დაიწვა, 4 წლის წინ იყო აშენებული. ,,კაციშვილი არ მოსულა, არავის უკითხავს რას ვყიდი. გადასახადზე ჩქარა მიდიოდნენ, რომ ფული აეკრიფათ”, 
,,ჩვენამდე არავინ მოსულა, რომ დავეზღვიეთ. ისე, უბრალოდ, ერთხელ ვიღაც გამომესაუბრა სადაზღვევო კომპანიიდან და ვკითხე, რომ მომინდეს და დავაზღვიო თუ შეიძლება მეთქი. არაო, თვითონ ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნებს, რომ დაგაზღვიოთო”– ამბობენ  დაზარალებულები.
ასეა თუ ისე,  არმოსახდენი უკვე მომხდარია და მათ იგივე ბედი ელით, რაც ადრე სხვა ბაზრობებზე გაჩენილ  ხანძრებში დაზარალებულებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერაც უცნობია, დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ამაში ისევ მათ დაადანაშაულებენ. 
“ყველას თავისი შუქი ჰქონდა, თავისი შტეფსელი. ჩავაქრობდით, ჟალუზს ჩამოვკეტავდით, კლიტეს დავადებით და წავიდოდით, ღია კი არ გვქონდა”, – ამბობენ ისინი, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ განტევების ვაცის როლში კვლავ ისინი აღმოცნდებიაან – არც ვიდეოთავლის ჩანაწერებს შეისწავლიან სათანადოდ და არც იმას შეეცდებიან ბოლომდე მიყვენ საქმეს. 
 

“ნავაჭრი ფული მედო იქ, 5 ლარით ვარ წამოსული. პენსიის საბუთიც იქ იყო, პირადობაც, ყველაფერი, არადა 15-დან 20 ათასამდე ლარის პროდუქცია მქონდა სააბანკო სესხით შეძენილი.'' ამბობს ერთერთი მათგანი და მის დღეშია ყველა სხვა, თუმცა  ხელისფლება დუმს.  
“კაციშვილი პატრონი არ ჰყავს ამ ბაზარს, ეტყობა. ერთი კაცი არ მოვიდა, არ გვითხრა ნუ ნერვოულობთ, რაღაც იქნება, ან გამოსავალს ვიპოვით, ან რამეო. როგორ შეიძლება ასე?
 
მოვაჭრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანძარი სპეცლიაურად გაჩნდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად.
 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...