მთავარისიახლეებისაზოგადოებაელიტური კორუფცია, კლანური და არაფორმალური მმართველობა საქართველოში - მესამე სექტორი ...

ელიტური კორუფცია, კლანური და არაფორმალური მმართველობა საქართველოში – მესამე სექტორი კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში ქვეყნის პოზიციის გაუარესებას ეხმაურება

Published on

 მესამე სექტორი  კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიციის  გაუარესებას ეხმაურება და აცხადებს,რომ   ქვეყანაში არის ელიტური კორუფციის ნიშნები და ასევე სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული პრობლემები. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში''  ხაზგასმით აღნიშნავენ  არაფორმალური მმართველობის პრობლემასაც.
 
„როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ინსტიტუტების როლზე, ცხადია ეს შეუძლებელი იქნება თუ კი ქვეყანაში არის არაფორმალური გავლენები, აქ საუბარი არის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბატონ ივანიშვილზე და საუბარი არის ასევე სხვა ყოფილ  თანამდებობის პირებზე. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ალბათ არის ყოფილი აუდიტორი ს ცემის ფაქტი როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და ესეც იყო დაკავშირებული სავარაუდო კორუფციასთან მერიაში. როდესაც ასეთი რამე ხდება და გამოძიება არ ტარდება კონკრეტული მიმართულებით ჩანს რომ სახეზე არის არაფორმალური გავლენები. სასამართლო სისტემაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის კლანური მმართველობა,“-განაცხადა ორგანიზაციის ხელმძრვანელმა ეკა გიგაურმა.
 
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით არსებული კითხვების მოსახსნელად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური.
 
„დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური იქნებოდა ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანა რეალურად ძალიან მაღლა აყენებს ღია მმართველობის დღის წესრიგს. მაღალი დონის კორუფცია მოუშუშებელ სენად იქცა ამ ქვეყანაში უკვე წლების მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა დონეზე კორუფცია ფაქტიურად დამარცხებულია. ზედა დონეზე ელიტური კორუფციის ხერხემალში გადატეხვა ვერ შევძელით,“-განაცხადა "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.
 
დღეს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში გაუარესდა. კერძოდ, თუკი გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 44-ე იყო, წელს ის 46-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა 2 ქულით. 56-მდე შემცირდა საქართველოსთვის მინიჭებული შეფასებაც. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...