მთავარისიახლეებიმსოფლიორატომ გაწყვიტეს ამერიკელებმა რუსები სირიაში?

რატომ გაწყვიტეს ამერიკელებმა რუსები სირიაში?

Published on

„როიტერსის“ ცნობით, სირიაში დასავლური კოალიციის დარტყმის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 300-მდე დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდნენ. 
 
სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ აქამდე გავრელებულ ინფორმაციაში სხვადასხვა ციფრი სახელდებოდა ( ზოგან 700 – მდე დაღუპულიც კი) , ამასთან იყო არაოფიციალური ვერსიები იმის შესახებ, რომ მსხვერპლთა შორის უმრავლესობა რუსი  ჯარისკაცია და ეს რუსული სამხედრო დესანტის გადასხმის მცდელობის აღკვეთისას მოხდა.
 
კრემლის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამსაბათს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში თავი შეიკავა დაღუპულ რუს სამხედროთა  რაოდენობის  დასახელებისგან და რუსული დაუცხოური მედიასსაშუალებები გადაამისამართა თავდაცვის უწყებაში, თუმცა თავდაცვის სამინისტროშიც დღემდე არ დაუსახელებიათ ოფიციალურად , რა მოხდა და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამ  სამხედრო ოპერაციას სირიაში.
 
სააგენტო ,,როიტერსის''  ერთერთი რესპონდენტი რუსი სამხედრო ექიმი აცხადებს, რომ   რუსული შენაერთის შემადგენლობიდან დაღუპულია 100-მდე ადამიანი.
 
 
 
საერთო ჯამში 5 წყარო იუწყება, რომ სირიაში დაჭრილი დაქირავებული მებრძოლები 4 რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ჰოსპიტალებში მათი შეყვანის თარიღი ემთხვევა აშშ-ს მიერ „სირიული დემოკრატიული ძალების“ შტაბის განადგურების თარიღს.
 
ბი-ბი-სი  ცდილობს მოიპოვოს პასუხი იმაზე, რატომ განხორციელდა ავიადარტყმა ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამერიკელი სამხედროების  დარტყმა იყო პასუხი თავდასხმაზე, რომელიც  განხორციელდა ხიშამის სიახლოვეს მდებარე მეამბოხეთა შტაბზე, სადაც კოალიციის მრჩევლებიც იმყოფებოდნენ.  როგორც ოპერაცია  ,, Inherent Resolve'' – ის შტაბში აცხადებენ ეს იყო საპასუხო დარტყმა ,,არაპროვოცირებულ თავდასხმაზე'' ბაშარ ასადის მომხრეთა მხრიდან სირიის დემოკრატიულ ძალთა შტაბზე. ამერიკელმა სამხედროებმა წინასწარ გააფრთხიეს რუსეთის მხარე იმის შესახებ, რომ გეგმავდნენ ავიადარტყმას იმ რაიონში, სადაც იმყოფებოდნენ პროსახელისუფლებო ძალები, მაგრამ მან  არ ისმინა ეს. 

რუსეთის თვადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სინამდვილეში სხვა ვითარება იყო; უწყების აზრით, აშს – ს მიერ მხარდაჭერილ დემოკრატიულ ძალთა შტაბის მებრძოლებს არავინ დასხმია თავს. ასადის ჯარები, რომლებიც ამერილული ბობდამშენების სამიზნეაღმოჩნდნენ უბრალოდ ატარებდნენ ოპერაციას რუსეთსა და სხვაქვეყნებში აკრძალული ექსტრემისტული დაჰგუფების ,,ისლამური სახელმწიფოს'' წინააღმდეგ ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ,,ლ – ისბას'' რაიონში.
ამათან უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხედროებს, რომლებიც კოალიციის დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ, თავიანთი ოპერაცია რუსეთის სარდლობის ოპერატიული ჯგუფთან არ შეუთანხმებიათ.  
თავის მხრივ აშს-ს წყაროები იუწყებიან, რომ ეს იყო რუსული ჯარების მიერ დაგემილი რუსული კერძო სამხედრო კომპანიების ნავთობბიზნესის ინტერესებით ნაკარნახევი  ოპერაცია, რომელიც ამერიკუმა მხარემ მძლავრი ავიადარტყმით ჩაშალა. იგივე წყაროები იუწყებიან,რომ ეს არის პირველი მასშტაბური შემთხვევა, როცა აშშ-მ დარტყმა მიაყენა რუსებს სირიაში. 
 

 

 

 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...