მთავარისიახლეებისაზოგადოება„სულგუნი“ და „თუშური გუდა“ - საქპატენტში სენსორული ანალიზი ტარდება

„სულგუნი“ და „თუშური გუდა“ – საქპატენტში სენსორული ანალიზი ტარდება

Published on

საქპატენტში სენსორული ანალიზი ტარდება, რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს „სულგუნისა“ და „თუშური გუდას“ გეოგრაფიული აღნიშვნების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს. ამის შესახებ m2b.ge წერს.  
 
ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების ,,სულგუნისა“ ( ჩვენებურად, ,, სელეგინის'')  და ,,თუშური გუდას“ წარმოების სპეციფიკაციების რევიზიის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში, ტარდება სენსორული ანალიზი, რომლის შედეგად უფრო ზუსტად განისაზღვრება აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.
 
ამ დროისთვის აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნების მახასიათებლები შემდეგია:
 
 
სულგუნი – სუნი სასიამოვნო, დამახასიათებელი ამ ტიპის ყველისათვის. გემო სუფთა, დამახასიათებელი რძე მჟავური, ზომიერად მარილიანი, მკვრივი, ელასტიკური, ფენოვანი. მთელი მასა თანაბარი ფერისაა, თეთრიდან მოყვითალომდე. ნასვრეტების გარეშე, დასაშვებია სიცარიელე ფენებს შორის.
 
 
თუშური გუდა – სუნი სპეციფიკური, დამახასიათებელი. გემო ცხარე სპეციფიკური, ზომიერად მარილიანი, პიკანტური და სასიამოვნო. ფერი თეთრი-მორუხო, შუაგულში ოდნავ მოყვითალოდ შეფერილი. კონსისტენცია ერთგვაროვანი, მკვრივი, ელასტიკური. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში მიმოფანტული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვეთავდეს ცხიმის ნაღვენთები.
 
პროექტი ხორციელდება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებული პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ ფარგლებში.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...