მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ,, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ჩვენ პუტინისა და პოროშენკოს...

პრეზიდენტი სააკაშვილი: ,, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ჩვენ პუტინისა და პოროშენკოს სულმოკლეობას ძლიერი სულით უნდა დავუპირისპირდეთ”

Published on

,, ახლა უკვე ვარშავაში ვარ,“ –   მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც  უკრაინიდან რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს, იქ  ჩასვლის შემდეგ ტელეფონით მიმართა თავის მხარდამჭერებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოროშენკოს საქციელი დღევანდელი ქმედება პრეზიდენტისთვის სრულიად შეუფერებელა და არაკაცური. 

,,ეს უკვე პრეზიდენტი და კაცი კი არა ერთი ლაჩარი ბარიგაა, რომელსაც უკრაინის დაღუპვა სწადია. ჩვენ უნდა გვესმოდეს ვისთან გვაქვს საქმე, რატომ ცდილობენ მუდმივად ჩვენს გათიშვას პოროშენკო და პუტინი, რომელნიც მთელი ძალით ცდილობენ ჩემს ტავიდან მოშორებას. ჩვენ ახლა რაც შეიძლება მშვიდად და თანმიმდევრულად მოვახდინოთ რეაგირება და მათ სულმოკლეობას  ძლიერი სულით დავუპირისპირდეთ'' –  აღნიშნა  მიხეილ სააკაშვილმა  და დასძინა,  რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები სრული სიცრუეა –   ,,ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი'' – განაცხადა მან. 
 
მიხეილ სააკაშვილმა  რამდენიმე სიტყვით ილაპარაკა მისი დაკავების დეტალებზეც. 
მისი თქმით, კაფედან  გატაცებისას საკმაოდ უხეშად ეპყრობოდნენ,  ხელებშეკრული წაიყვანეს თან   და ცდილობდნენ, არ დაენახა,  სად მიდიოდნენ. 
 
„კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ, და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და ვერტმფრენამდე მიმიყვანეს, როგორც მივხვდი, დიდხანს არტყამდა წრეს კიევის თავზე, ალბათ, კვალის არევის მიზნით. ბოლოს დაეშვა ბორისპოლში, სადაც თვითმფრინავში გადამსვეს. , ახლა უკვე ვარშავაში ვარ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილთან ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა. NEWSONE- ისთვის გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნა, რომ უკრაინიდან გაძევებულ საქართველოს ექსპრეზიდენტს პოლონეთის დედაქალაქში მეგობრები – პოლონელი დეპუტატები დახვდნენ.
 
„ის წესრიგშია, მიხეილს დაცვა არ ჰყოლია. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები, რომლებიც იატაკზე დააწვინეს. რაცშეეხება დაცვას , მისი დაცვის ყველა წევრი დეპორტირებულია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავზე ტომარაჩამოცმული.
 მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, ხელები გადაუგრიხეს,  ის ცოცხალი და ჯანმრთელია. . ამჯერად ჩვენ აღარ გავჩერდებით და ჩვენი ხალხი ბოლომდე წავა. გამოწვევას ვღებულობთ, მოძრაობა გაგრძელდება. მისი დეპორტაცია, სავარაუდოდ, ბორისპოლიდან მოხდა. “, – განაცხადა საყვარელიძემ.
 
 ის მხარდამჭერებმა ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს ადმინისტრაციასთან   გადაინაცვლეს, აქ ისინი  დღეს განვითარებულ  მოვლენებს – მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და პოლონეთში იძულებით გამგზავრებას  აპროტესტებენ.
 
 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას   რადას დეპუტატებიც აპროტესტებენ. იულია ტიმოშენკომ უკვე მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს და აღნიშნა, რომ ეს არის უკრაინისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება. მან უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...