მთავარისიახლეებისაზოგადოებაწმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

Published on

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია – როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუცხადა, 38 მღვდელმთავარის მიერ არჩეულ კანდიდატად დასახლედნენ:

ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
ანდრია ჯაღმაიძემ მედიას უთხრა, რომ მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებისგან 20 ხმა, მიტროპოლოტმა იობმა 7, ხოლო მეუფე გრიგოლმა 7 ხმა მიიღო.

ამასთან, დეკანოზის განცხადებით, ირკვევა, რომ სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

„დასრულდა დღევანდელი სინოდი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი.

დღევანდელ სხდომაზე მთავარი პრინციპული საკითხი რაც ამ თემებს გადაწყვეტდა იყო ის, რომ მართვა- გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

გაფართოებული კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ, ამ სამი კანდიდატიდან უკვე ახალ პატრიარქს აირჩევენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...