მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

Published on

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ – შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს მოთხოვნით, სხდომა გადადო. შემდეგ პროცესზე უკვე მტკიცებულების გამოკვლევა დაიწყება და მოწმის სახით დაიკითხება პოლიციელი, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

დღეს სასამართლოში მისულმა შსს-ს წარმომადგენელმა “პირველებს” უთხრა, რომ გიგა მაქარაშვილს შალვა პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ბატონ გიგას ვედავებით ბატონი შალვა პაპუაშვილის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიაყენა ბატონ შალვას შეურაცხყოფა, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირს. მეორე ნაწილით იქნა ოქმი შედგენილი, ვინაიდან საქმეში გვაქვს წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. 2025 წლის 12 ივნისს იქნა მიღებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამავე მუხლის საფუძელზე და ამავე დროს ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც გახდა საფუძველი ოქმის შედგენის. ამ ეტაპზე სხდომა გადაიდო. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან უნდა დავკითხოთ მოწმის სახით პოლიციელი, რომლემაც შეადგინა ოქმი”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

თავად გიგა მაქარაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდოამს არ ესწრებოდა. სამოქალაქო აქტივისტი მის მიმართ დაწყებულ საქმეს დევნად აფასებს და ამბობს, რომ “ოცნება” ყველა ხერხს მიმართავს ხალხის დასადუმებლად.

არ გავჩერდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე – ამბობს მაქარაშვილი.

პირდაპირ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ მართლა. მეტი კი არაფერი იყო ჩელიაბინსკში გაღვიძება, რომ ფბ-პოსტების გამო ადამიანები, რომლებსაც თმენის ვალდებულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, ადამიანებს დასდევენ. რომელიღაცა პოსტი არ მოეწონა კრიმინალურ პოლიციას ჩემი, სადაც შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეო და აგერ ჩანიშნის სასამართლო პოცესი. სინდისის პატიმრები ჰყავთ წლობით გამოკეტილი და ამაზე წუწუნს არავინ არ აპირებს, მაგრამ რაღაცები თუ არ შეიცვალა სწრაფად, უბრალოდ გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ფბ-ზე დაწერილი პოსტის გამო, კაცი რომელსაც ამბიცია აქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვარო, ლეგიტიმაცია მომანიჭეთ, მაღიარეთო, დასდევს მოქალაქეს და ითხოვს მის დაჭერას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მთავარი პრინციპია, რომ ბრძოლა არ შევწყვითოთ. ამათი მიზანი ხომ არის, რომ გაგვაჩუმონ, რასაც ვერ ახერხებენ, სადაც აქამდე არ გავტყდით, დღესაც არ გავტყდებით”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...