მთავარისიახლეებისაზოგადოებაახლა არ გინდათ ქურდები, ხომ?! - ხელისუფლება ქურდული სამყაროს მიმართ სააკაშვილის გამოცხადებულ,...

ახლა არ გინდათ ქურდები, ხომ?! – ხელისუფლება ქურდული სამყაროს მიმართ სააკაშვილის გამოცხადებულ, მაგრამ მის ოპონენტთა მიერ აქამდე მრავალგზის დაგმობილ ნულოვან ტოლერანტობამდეც მივიდა

Published on

ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
 
კანონის გამკაცრების გარდა, დანაშაულად ცხადდება აქამდე კანონში გაუწერელი ქმედებები, მათ შორის: ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ქურდული სამყაროს პასიური წევრობა.
 
ორგანიზებული დანაშაულის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას ოპოზიცია ეთანხმება, მაგრამ დეპუტატები პრობლემას არა კანონმდებლობაში, არამედ მის აღსრულებაში ხედავენ.
 
ოპოზიცია იმ გახმაურებულ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც კრიმინალური სამყაროს წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ ან საზღვარს კვეთდნენ.
 
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ოპონენტებს ურჩევს, საკანონდებლო განხილვაში ჩაერთონ.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...