მთავარისიახლეებისამართალიარაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება

არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება

Published on

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა – ტრანზიტისა.
 
როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
 
ასეთივე, წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. 
 
ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.
 
შეწყალების მექანიზმში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ჰუმანური მიდგომა, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესებისგანაა გამოწვეული, – განმარტა   ზვიად ქორიძემ გ
მისი თქმით, შეწყალების კომისიას, ასევე პრეზიდენტს ჰქონდათ შეხვედრა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების შემდგომ ჩამოყალიბდა ის მიდგომა, რომელიც პრეზიდენტმა ასახა თავის ბრძანებულებაში შეწყალების წესის შესახებ. 
 
”რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, მათ შორის არაძალადობრივი ბუნების მქონეებს, აქ პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ჰუმანური მიდგომა ყველა იმ მსაჯვრდებულის მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშუალები ძალადობის და ძალადობის მუქარის გარეშე და ჩაიდინეს პირველად. ხშირად ამ გადაწყვეტილებების არასწორმა ინტერპრეტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ტიპის რეაქცია ჩვენს საზოგადოებაში, ისევე როგორც ვხედავთ, რომ უაპელაციო განცხადებებმა იმის შესახებ, რომ იწყალებენ მკვლელებს, ყაჩაღებს, თაღლითებს და ა.შ. იწვევს გარკვეულ რეაქციას ჩვენს საზოგადოებაში. 
 
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არ შევა შეცდომაში ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან პირების მხრიდან ისმენენ საქართველოში" – განაცხადა ქორიძემ.

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...