მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მერია 10 წლიან სესხს იღებს

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ზუგდიდის მერია 10 წლიან სესხს იღებს

Published on

ზუგდიდის მერია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკისგან სრული თანხის 50 პროცენტს სესხის სახით აიღებს. მერიას მსოფლიო ბანკი სესხს ათი წლის ვადით 11 პროცენტად მისცემს.რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია მას გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს, ხოლო 20 პროცენტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხდის. ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას თქმით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია გარკვული ეკონომიის გაკეთება, რაც ადმინისტრაციული ხარჯებისა და სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე მოხდება.ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...