ამ წუთებში კიევის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც განიხილება პრეზდენტ სააკაშვილის საქმე, შესვენებაა გამოცხადებული. ურაინული მედიის ცნობით, მოვლენები სასამართლო დარბაზში დღეს ასე ვითარდებოდა:
10:15 (ადგილობრივი დროით) საააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაიწყო განხილვა აპელაციისა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ კანონიერად აღიარა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის უარი მიხეილ სააკაშვილისთვის დევნილის ან დამატებითი დაცვის ( პოლიტიკური თავშესაფრის) საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში წარმოთქვა შესავალი სიტყვა, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული.
„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბრძანება გასცა.
რაზე მიდის აქ საუბარი?
ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი
.მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? 2013 წელს პოროშენკო ამბობდა – მე მაქვს რეფორმების გატარების ორი მაგალითი – საქართველო და სინგაპური. როდესაც მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა – როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის. ეს მათთვის კარგი პიარ-სვლა იყო – „სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში“.
მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ხალხი ხედავს სად არის სიმართლე, ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერში, ჩვენთვის ეს არის ტრიბუნა და საბოლოო ჯამში ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვეულებრივი ხალხი, ათობით მილიონი უკრაინელი არის ჩვენს მხარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან, არაფერს ნიშნავს. პოლიციაში, სამართალდამცავ ორგანოებში, ხალხი ვერ იტანს მთავრობას.
რა თქმა უნდა, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც დაგეგმილია ზემოთ, მაგრამ რაც არ უნდა იმოქმედონ, ამათი საქმე წასულია. მე პროგნოზი არასდროს შემშლია, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ დარბაზში შეკრებილმა მისმა მხარდამჭერებმა უკრაინის ჰიმნი წამოიწყეს. ჰიმნის შესრულებისას მოსამართლეები ფეხზე არ ადგნენ, რასაც მიხილ სააკაშვილის მწვავე რეპლიკა მოყვა: ,, ხედავთ, ვინ არ წამოუდგა სახლმწიფო ჰიმნს ფეხზე?! მოსამართლეები! აი, ვინ არიან უკრაინის სახელმწიფოს მტრები!''
სააკაშვილის ამ განცხადებას დარბაზში შეკრებილები მოსამართლეთა მიმართ აღშფოთებული შეძახილებით შეეხმიანენ: ,,უკრაინა! უკრაინა! ,,ბარიგების ხელისუფლება!'',,განბა!'', რის შემდეგაც მოსამართლეები სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ.
11:40 – სასამართლო დარბაზიდან გასული მოსამართლეები უკან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ და განხილვის პროცესი განახლდა.
12.00 – დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ. საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„მათ ორგანიზება უნდა მოეხდინათ სხდომის დაწყებისთანავე, რომ ეს საკითხი განეხილათ, მაგრამ არ გააკეთეს. ისე გავიდნენ დარბაზიდან, რომ არც ჩვენ და არც მდივანს არაფერი გვითხრეს. ეს არის უპატივცემულობა საემიგრაციო სამსახურის მიმართაც. ჩვენ მოვითხოვთ იმავეს, რა მოთხოვნაც გვქონდა პირველ ინსტანციაში, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ პირს ჰქონდეს ქვეყანაში უკრაინის კანონმდებლობის დაცვის ქვეშ ყოფნის უფლება,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკ
12:14. დარბაზში დაბრუნებულმა მოსამართლეებმაკიდევ ერთი შესვენება, ამჯერად 14:00 – მდე გამოაცხადეს და კვლავ გავიდნენ დარბაზიდან, როგორც განაცხადეს, სათათბირო ოთახში.
სააკაშვილის მხარდამჭერები ამას კვლავ სტვენითა და უკმაყოფილო შეძახილებით შეეგებნენ და დარბაზში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვეს მოსამართლეებს..

სააკაშვილის მხარდამჭერები დარბაზში და შენობის გარეთ აცხადებენ, რომ ეს გაუთავებელი შესვენებები სასამართლოს მხრიდან დროის გაგაყვანასა და ხელისუფლებისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისათვის არახელსაყრელ გარემოსთან არის დაკავშირებული. მათ ეშინიათ ხალხის რეაქციისა – აცხადებენ ისინი უკრაინულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კიევის სააპაელაციო სასამართლოსთან დიდძალი ხალხია შეკრებილი. უშუალოდ სხდომაზე დასწრების მსურველები ადრე გამოყოფილმა დარბაზმა ვერ დაიტია და ამის გამო დღეს დილით სხდომა დიდ სააქტო დარბაზში გადაიტანეს.
ხალხი აღელვებულია: თუ აპელაცია საიმიგრაციო სამასახურის გადაწყვეტილებაზე არ იქნა მიღებული, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა და საააკაშვილს სეუჩერდება უკრაინაში კანონიერ საფუძველზე ყოფნის უფლება. როგორც თავად სააკაშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მხარს დაუჭერს ხელისუფლებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, მას უარს ეტყვიან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაცშექმნის საფუძველს მისი ქვეყნიდან გაძევებისთვის.
სწორედ ამ საშიშროებით არის განპირობებული უკრაინელი მოქალაეების უცვეულოდ დიდი მოზღვავება სააპელაციო სასამართლოსთან. და ხელისუფლების საპასუხო ზომა – პოლიციის უჩვეულოდ დიდი მობილიზაცია შენობის მისადგომებთან

რა მოხდება, თუკი სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სააპელაციო სარჩელი და რა საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობა მ შემთხვევაში ? როგორც დღეს თავის შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომის სცენარი დაწერილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თუ სასამართლომ მიიღო ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, მის მხარდამჭერებს მოუწევთ ,,შეცვალონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც მიიტაცა ხელისფლება უკრაინაში.''