მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სოკოლოვი, რომელიც ყველა ოჯახის საყვარელი სტუმარი იყო, დღეს უბინაოა და ჰოსპისს...

დავით სოკოლოვი, რომელიც ყველა ოჯახის საყვარელი სტუმარი იყო, დღეს უბინაოა და ჰოსპისს არის შეკედლებული

Published on

ცნობილი წამყვანი დავით სოკოლოვი ერთი წელია მეუღლესთან ერთად წმინდა გაბრიელის ხანდაზმულთა ჰოსპისში ცხოვრობს.- ინფორმაციას ამის შესახებ პალიტრავიდეო. გე ავრცელებს.
მანამდე იყო სხვადასხვა ნაქირავებ  თუ ნათესავ – მეგობრების ბინებში გატარებული ათწლეულები.
 
დავით სოკოლოვს 1991-92 წლების სამოქალაქო ომის დროს დაეწვა საკუთარი ბინა, როცა პუტჩისტებმა იერიში მიიტანეს მთავრობის სახლზე. ამ დროს იგი პირველი სკოლის უკან, შევჩენკოს ქუჩაზე ცხოვრობდა. მთავრობის სახლს დამიზნებული ჭურვი მიზანს აცდა და მათ სახლს დაეცა. შედეგად ხანძარმა შთანთქა მისი და მისი მეზობლების საცხოვრებელი სახლი. ეს 1991 წლის 27 დეკემბერს მოხდა,  მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ მთავრობები, მაგრამ   მისტვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. 
რატომ ვერ მოხდა 25 წლის განმავლობაში დაზარალებული ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილება?
 
როგორც დავით სოკოლოვი ყვება, ათი წლის წინათ მი ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიეკუთვნა და  კომპენსაციაც უნდა მიეღო, კერძოდ ბინა  ყიფშიძის ქუჩაზე მშენებარე სახლში დავით სოკოლოვს  საჯარო რეესტრიდან მიღებული დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს. თუმცა, ბინა მაინც არ გააჩნია, რადგან   მშენებლობა მალევე შეჩერდა და 10 წელზე მეტია მის გაგრძელებაზე ან დაზარალებულისთვის  სხვა ბინის გამოყოფაზე  არავინ ფიქრობს. 
 
წლებმა თავისი წაიღო და  ხანდაზმული დიქტორის ოჯახში ჯანმრთელობასთან დაასაკთან დაკავშირებული პრობლემებიც გაჩნდა – მისმა მეუღლემ ინსულტის შემდეგ მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა, პრობლემები აქვს თავად მასაც, ასე მოხვდნენ ისინი ჰოსპისში, სადაც, მისი თქმით, პატივისცემითა და მზრუნველობით არიან გარემოსილნი, მაგრამ ეს არ უხსნის პასუხიმგებლობას ხელისუფლებას, რომლის მოვალეობაა  მოახდინოს სახელმწიფო დანაშაულის შედეგად დაზარალებულის კომპენსირება .
 
კითხვაზე, რას განიცდის, როცა სახელმწიფოს მხრიდან ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ სრულ გულგრილობას აწყდება, როცა ძნელია არ გაჩნდეს დაუფასებლობის განცდა, იგი პასუხობს:
გააჩნია, რას ვგულისხმობთ დაფასებაში – არაფერია იმაზე დიდი, როცა ქუჩაში გცნობენ, გაჩერებენ,  სიყვარულსა და პატივისცემას გიდასტურებენ, უბრალო ადამიანები, ვისაც იგი ეკრანიდან ახსოვთ,  ,,ჭირს წაუღია ფულიც და სხვა ყველაფერი, ეს ჩემთვის უფრომნიშვნელოვანია, მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვს'' – ამბობს იგი.  
 
სამწუხაროდ, სამართლიანობა და სამართალი ხალხის ხელში არ არის, მაგრამ აღშფოთება ხომ მაინც შეგვიძლია… 
 
დავით სოკოლოვის მიმართ დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი, მას ხშირად აყვედრიდნენ, რომ კითხულობდა ოფიციალურ ტექსტებს, რომელშიც ბევრი რამ იყო მიუღებელი და სიმართლისგან შორს იდგა ( ასეთი იყო საბჭოთა ტელევიზიაში დიქტორის ( და არაწამყვანის!) ფუნქცია), თუმცა მას თავად არაერთგზის განუცხადებია, რომ ეს  ტექსტები არანაირად არ იყო დაკავშირებული მის პოზიციასთან. სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს –  ის რაც ნომენკლატურულ ინტელიგენციას ეპატია, მას არ აპატიეს  და არ აპატია პირველ რიგში სწორედ ამ ინტელიგენციამ.
 
რატომ? საქმე ისაა, რომ მისი დევნის მიზეზი სინამდვილეში ეს კი არ იყო, არამედ ის, რომ იგი 80 – იანი წლების ბოლოს აზვირთებულ   ეროვნულ-გამათავისუფლებელ  მოძრაობას შეუერთდა და უარი არ თქვა მასზე, როცა  90 – იანი წლების დასაწყისში აგორდა ცილისმწამებლური  კამპანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ , უფრო მეტიც, იგი მტკიცედ იდგა პრეზიდენტის გვერდით მისი საქართველოდან განდევნის შემდეგაც და ს ახსოვს სხვას თუ არა, ზუგდიდს, სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ბოლომდე მებრძოლ სამეგრელოს , სადაც იგი სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობის ტელევიზიი ორგანიზებისა და ფუქნციონირების საქმეს უმძიმეს პირობებში.  
 
,, შინაგანად ვიზიარებდი საქართველოს ეროვნული თავისუფლების იდეას, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ წინ წამოწია და თავიდანვე უანგაროდ, გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ბატონ ზვიად გამსახურდიას. როცა მის წინააღმდეგ შეიარაღებული გადატრიალება დაიწყო, ყოყმანის გარეშე მივაშურე უზენაეს საბჭოს, საიდანაც გადაცემები მიმყავდა! გადატრიალების შემდეგაც არ დამითმია და არაერთი რეპრესიის მიუხედავად, ხმამაღლა გამოვხატავდი პოზიციას. დღემდე მიმაჩნია, რომ ზვიადი ქმნიდა ეროვნულ და სამოქალაქო საწყისებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიოში ღირსეულ ადგილას დაიჭერდა, მაგრამ არ აცალეს! მასთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ ტელედეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემოთავაზებაც მქონდა, თუმცა უარი შევკადრე. როცა გროზნოდან დაბრუნდა, ზუგდიდში ჩავაკითხე და ბოლომდე მის გვერდით ვიყავი, მერე კი, როცა მდევნელებს სამეგრელოს ტყეებში გაარიდა თავი, ფეხით დავბრუნდი უკან!'' – ასე იხსენებს დავით სოკოლოვი იმ მძიმე წლებს.
 
სამწუხაროა, რომ დავით სოკოლოვი, რომელიც ყველა ოჯახის საყვარელი სტუმარი იყო, დღეს უბინაოა და ჰოსპისს არის შეკედლებული.  თავმოყვარე საზოგადოება ამას სახელმწიფოს არ შეარჩენდა.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...