მთავარისიახლეებისაზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია.როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვაქცინა ქვეყანაში ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით იყო შემოტანილი, აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ყოველგვარ ინსინუაციებს მიუღებლად მიიჩნევს.„ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.ასევე, პაატა იმნაძეს არ განუმარტავს, რის საფუძველზე მოეხსნა პრეკვალიფიკაცია თავის დროზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც შემდეგში ახალი ვაქცინით ჩანაცვლდა.

სიახლეები

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება - კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის...

“მთავარი არხის” ოპერატორს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან-პროცესი დღეს გაიმართება

"მთავარი არხის" ოპერატორის სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს გაიმართება - სერგი ბარამიძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან...

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა...