მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთ-საქართველოს საზღვარზე მოსახლეობა აქციას მართავს

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მოსახლეობა აქციას მართავს

Published on

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს მოსახლეობა აპროტესტებს. ამ წუთებში სარფში ის ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც ყოველდღიურად თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე ქალაქებში მუშაობენ. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. მოქალაქეების თქმით, შეზღუდვა უმუშევრობას იწვევს და შემოსავლის გარეშე რჩებიან.აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება."მოქალაქეებს ყოველდღიურად თურქეთის ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთა შეეძლო, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით თურქეთში ერთი საათით გადასვლა მოქალაქეს საზღვრის კვეთის ერთ დღედ ეთვლება. 90 დღის ამოწურვის შემდეგ კი ისინი თურქეთში ვერ გადავლენ. მოქალაქეები ლუკმა-პურის ფულს თურქეთის ქალაქებში შოულობენ, სადაც დასაქმებული არიან",- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.მოქალაქეების დაშლას სამართალდამცავები ცდილობენ.
 
წყარო: interpressnews.ge

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...