მთავარისიახლეებიეკონომიკაგაფიცვა ხარაგაულში - სარკინიგზო გვირაბის მშენებლებლები უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვენ

გაფიცვა ხარაგაულში – სარკინიგზო გვირაბის მშენებლებლები უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვენ

Published on

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.  ასამდე მუშამ სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა. ისინი უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითხოვენ.
 
როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განაცხადა,  დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
 
,,100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენი მუშა-ხელი ჩინეთიდან არის. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," -ამბობს პაატა ნინუა. 
 
,,რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მხრიდან, 2017 წლის ოქტომბერში ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად,აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი  გამოვლინდა. 
 
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...