მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა მიმდინარეობს

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა მიმდინარეობს

Published on

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
:„არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის“ – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, სწორედ მისი ინიციატივით იქნა შემოღებული   2004 წლის 14 იანვრიდან  საქართველოს სახელმწიფო დროშის არსებული ვარიანტი,  სხვა საქართველოს ეროვნული სიმბოლოებთან  გერბთან და ჰიმნთან ერთად
მისივე ინიციატივით დაწესდა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, რომელიც პირველად  2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
 
ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს. პრზდენტის ეს გადაწყვეტილება სრულ თანხმიერებაშია  საქართვდლოს ეროვნული გმირების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მოსზრებასთან და სურვილთან, რომლის განხორციელება  არ დასცალდათ – მათ არაერთხელ განუცხადებიათ, შინდისფერი, შავ-თეთრ ზოლიანი დროშა,  რომელიც შემოღებულ იქნა  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ( 1917 – 1921 წლებში) და რომელიც წინამძღვრობდა შედგომ  ეროვნულ – გამათავისუფლებელ მოძრაობას იმპერიის წინააღმდეგ, დროთა განმავლობაში უნდა შეცვლილიყო, რადგან, როგორც მერაბ კოსტავა ხსნიდა,,, მისი სიმბოლიკა – შავი  ზოლით ჩაკეტილი თეთრი, ბნელით ჩაკეტილი სინათლე იღბლიანი არ აღმოჩნდა პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის''.
 
და აი, საქართველოს თავზე უფრო ნათელი, თეთრ – წითელი ჯვრიანი დროშა აფრიალდა. 
 
 
დღეს სახელმწიფო დროშისადმი მიძვნილი ცერემონია დილის 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. 
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ შეასრულა.
"სახელმწიფო დროშა სიწმინდის, ღირსების და თავმოყვარეობის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, რომ დროშა აღიმართა იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში  გიორგი ანწუხელიძე აწამეს, რომ მისი სული გაეტეხათ, მაგრამ ვერ ის და არც გურამ გაბესკირია მტერმა ვერ გატეხა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტმა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მიიტაცა, მან ვერ გაიმარჯვა ქართველი მებრძოლი გაუტეხლობის გამო. დროშა იმის სიმბოლოა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ,"- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისაკენ მოუწოდა. ,,სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს“, – აღნიშნა მან უჯარმაში, სადაც შკრებილებმა დროშა ძველ ციხეზე აღმართეს. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
 
დროშის აღმართვის ცერემონია მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს.
სენაკში დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,სენაკი“ შეასრულებს.
 
 
დღესვე, პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,მცხეთა“, შეასრულებს.
გორში კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკრები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროშის დღეს მიულოცავს.
 
ქუთაისში, დროშას ექიმები, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ ,,ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართავენ.
 
დროშის დღეს ერგნეთში, ცხინვალის გადასახედთან  შეეგებნენ ოკუპირებული სამაჩაბლოს  საზღვართან შარშანდელი ზაფხულიდან მიმდინარე პერმანენტული საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები. აქ ოკუპანტის მიერ ნიშანში ამოღებული ქართველების  მიერ გაშლილ სახელმწიფო დროშას სულ სხვა ფასი აქვს.

სიახლეები

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...

მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს- ზურაბ ჩხაიძე

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება - კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის...

“მთავარი არხის” ოპერატორს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან-პროცესი დღეს გაიმართება

"მთავარი არხის" ოპერატორის სასამართლო პროცესი საქალაქოში დღეს გაიმართება - სერგი ბარამიძეს დაუმორჩილებლობას და წვრილმან...

აუცილებლად ბოლომდე! მალე გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პატიმარი, იუმორისტი ონისე ცხადაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოებამ ცოტაც უნდა...