მთავარისიახლეებისაზოგადოებააბაშაში გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელია, დედის ინფორმაციით, მეგობარმა მოკლა

აბაშაში გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელია, დედის ინფორმაციით, მეგობარმა მოკლა

Published on

31 დეკემბერს აბაშაში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის საქმე გახსნილია.შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა. ორივე აბაშის რაიონის მაცხოვრებელია.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. აბაშაში მოკლული იმამაკაცის ოჯახის წევრები მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. ოჯახის წევრების თქმიტ, რიონში სამძებრო სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგანაც მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს.მანამდე ი.კ- ს, რომელიც 31 დეკემბერს გაუჩინარდა, სამართალდამცველები, მაშველები და ახლობლები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ.ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მათი შვილის მეგობარი იყო. ისინი მკვლელობას რამდენიმე თვის წინ მეგობრებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.28 წლის ი.კ აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მკვიდრი იყო. მას 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას დედის მარინა კეკელიას ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია.“,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთად ვარჯიშობდნენ.რამდენიმე თვეა უთანხმოება აქვთ. წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია.ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთერთმა თანასოფლელმა ნახა და ჩვენ დაგვიკავშირდა. საქმე აქედან გაიხსნა. მომიძებნეთ შვილის ცხედარი," – აცხადებს მოკლულის დედა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...