მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე კერძო მესაკუთრე ანაკლიაში მიწის კომპენსაციას ითხოვს.

რამდენიმე კერძო მესაკუთრე ანაკლიაში მიწის კომპენსაციას ითხოვს.

Published on

რამდენიმე კერძო მესაკუთრე ანაკლიაში მიწის კომპენსაციას ითხოვს. შპს „ედელვაისის“ ხელმძღვანელი ეკონომიკის სამინისტროსგან კუთვნილი 541 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას აპროტესტებს, რომელიც კომპანიამ 2006 წელს კერძო პირისგან შეიძინა. ეკონომიკის სამინისტრო ეყრდნობა  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სადაც განმარტებულია, რომ თავის დროზე ამხანაგობა „თოლიას“ მიწის ნაკვეთი არაკანონიერად ქონდა შესყიდული. „ედელვაისის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სანამ მიწის ნაკვეთის კომპენსაციას არ მიიღებს, პორტის მშენებლობის უფლებას არ მისცემს.თავის მხრივ ამახანაგობა „თოლიასაც“ დავა აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, თოლიას წარმომადგენელი ამბობს, რომ მიწა კერძო მესაკუთრისგან შეისყიდა და ბიუჯეტში 2002 წლიდან 2010 წლამდე წელიწადში 5 ათას ლარს იხდიდა. თოლიას საქმე 6 წელია ძიებაშია. თოლიას წარმომადგენელი, რომელსაც ანაკლიის ბულვარის ტერიტორიაზე 41 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობდა, ამბობს, რომ პორტის მშენებლობის უფლებას მანამდე არ მისცემს, სანამ სადაო მიწის ნაკვეთის საკითხი არ მოგვარდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების ოფიციალური პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში გაიმართა.პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკული საინჟინრო კომპანია “კონტი”, ასევე  სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine ასრულებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...