მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტმა და პრემიერმა მართლმადიდებელ მრევლს შობა მიულოცეს

პრეზიდენტმა და პრემიერმა მართლმადიდებელ მრევლს შობა მიულოცეს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ  და მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცეს..
 
"ყველას დიდი სიყვარულით და სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.- მ დღეს ყოველ წელს ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი.   პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით, სასულიერო ცხოვრებით მცხოვრები ჩვენი წმინდა მამები და დედები თავის ხედვას და ტკივილს გვიზიარებენ.
 
ყველა ეს თემა, რაც დღეს იყო ნახსენები პატრიარქის ეპისტოლეში, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად.
რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა გავაძლიერო სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს.
 
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, ჯობია, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.
 
დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა"
 
მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა  პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
,, მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება,  წინსვლა, გაერთიანება და უფრო მეტი სიყვარული, ოჯახებს – კეთილდღეობა და  სიმშვიდე .' '-  ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში..
 
 იგი  თავის  მილოცვაში პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც გამოეხმაურა.  ,,პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ''.

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...